შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მიგნებები წარადგინა

17 ოქტომბერი 2019 მარცხნიდან მარჯვნივ: ადამ შმიდტი, USAID; სულხან სალაძე, მერაბ ქართველიშვილი, საია.

9 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) რიგით მე-13 სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, რომელიც 2018 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებში EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია გამოავლინოს ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას სასამართლო პროცესების დროს. ანგარიშის პრეზენტაციამ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო. ღონისძიება საია-ს თავმჯდომარემ და USAID საქართველო-ს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორმა, ადამ შმიდტმა გახსნეს. პრეზენტაციის ფარგლებში შედგა დისკუსია  აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საკითხებზე, საპროცესო შეთანხმებათა სასამართლო კონტროლზე, დაკავებების კანონიერებაზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და ნარკოდანაშაულთან მიმართებით არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე. ანგარიშის მიხედვით, მაღალია გირაოსა და პატიმრობის გამოყენების შემთხვევები (98%); მაღალია ისეთი საქმეების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებშიც მოსამართლეები სათანადოდ არ იკვლევენ დაკავების კანონიერების საკითხს (83%); იშვიათია საქმეები, სადაც მოსამართლეები საპროცესო შეთანხმების განსახილველ სხდომაზე იკვლევენ პატიმრობის გამოყენების კანონიერებასა და სამართლიანობას. ანგარიშმა გამოავლინა სასამართლო სხდომების გადადების სიხშირე და გირაოს განსაკუთრებით მაღალი ოდენობის გამოყენების ტენდენცია ნარკოდანაშაულთან მიმართებით. მონიტორინგმა გამოავლინა გაუმჯობესებული მდგომარეობა ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართებაში. საია მსგავს პრეზენტაციებს გამართვას რეგიონებშიც და პარალელურად აგრძელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს  სასამართლოებში.

USAID
Top of Page