შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის შემუშავებაში

17 ოქტომბერი 2019 USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის შემუშავებაში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლის სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის განახლებისა და ახალ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტთან შესაბამისობის მიზნით. სამუშაო ჯგუფი შედგება  სამართლის სკოლების, სასამართლო სისტემის, ნოტარიატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან.  დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია მომზადდა სექტემბრის ბოლოს.

11-12 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით,  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  გაიმართა კახეთში. სამუშაო ჯგუფის წევრებმა,  USAID/PROLoG-ის ექსპერტთან, ბრიტანეთის იურიდიული განათლების გამოცდილ ექსპერტ რიჩარდ გრაიმსთან ერთად  იმუშავეს სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტის პროექტზე. ბატონი გრაიმსი მონაწილეობდა ბრიტანეთში სამართლის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებაში. სამუშაო ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას საკამათო საკითხებზე და განმარტებებზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტში.  ჯგუფის წევრები დოკუმენტის საბოლოო პროექტს ოქტომბრის ბოლოს წარადგენენ. აღნიშნული დარგობრივი მახასიათებლები იქნება გამოყენებული როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი საქართველოში 2020 წელს სამართლის პროგრამების აკრედიტაციის დროს.

სამართლის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტი გააუმჯობესებს საქართველოში სამართლის პროგრამების აკრედიტაციის პროცესს და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ერთიანი კრიტერიუმების შემუშავებას საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისას. ის ასევე, ხელს შეუწყობს უნარებისა და კომპეტენციის აღიარებას, და გამოიწვევს  სწავლების შედეგებზე ორიენტირებას ქართულ განათლებაში.

USAID
Top of Page