შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მეჩეთის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

01 ოქტომბერი 2019 ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მეჩეთის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მეჩეთის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა - ფონდის სასარჩელო მოთხოვნები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მუსლიმი თემის ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წარმოადგენდნენ USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით.

სასამართლოში მიმდინარე დავა ეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მერიის მიერ ნებართვის უარყოფას და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, მუსლიმთა თემმა 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა. თუმცა ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შემდგომ, მუსლიმმა თემმა საკუთარი სახსრებითა და შემოწირულობებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა. 2017 წელს მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მათ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა და 2017 წლის ივნისში ადგილობრივმა ჯგუფმა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნა. შესაბამისად, ბათუმის მერიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე. თუმცაღა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით. უთანასწორო მოპყრობას საფუძვლად ედო ის ფაქტი, რომ იგივე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა.

USAID
Top of Page