შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტრენინგი გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის წახალისების და სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების შესახებ

27 ივნისი 2019 ტრენინგი გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის წახალისების და სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების შესახებ

25-27 ივნისს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტი, ივანა როანა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი.

ტრენინგის ორი დღე ეძღვნებოდა თემებს გამოხატვის თავისუფლების, სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის წახალისების შესახებ.  ივანა როანამ მონაწილეებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები: საერთაშორისო კანონმდებლობა, სტანდარტები და გამოხატვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის მარეგულირებელი მექანიზმები, ასევე ევროპისა და აშშ-ს საკანონმდებლო სისტემის მიერ მათი განმარტება; ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება, ინტერნეტ სივრცეში გამოყენებული სიძულვილის ენა; მორალი და ენობრივი, რასობრივი და რელიგიური სიძულვილის წახალისების აკრძალვა. ქეთევან მესხიშვილმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობის, სტანდარტების და საერთო და საკონსტიტუციო სასამრთლოების პრაქტიკის შესახებ გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენასთან მიმართებით.

ტრენინგის მესამე დღეს ივანა როანამ მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადებისა და ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში წარდგენის შესახებ.

ეს ღონისძიება შეესაბამება USAID/PROLoG-ის ძალისხმევას ხელი შეუწყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებას, რათა უზრუნველყოს ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დაცულობა ქართულ სამართლებრივ სისტემაში.

USAID
Top of Page