შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ნაკრები ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში მონაწილეობს

25 ივნისი 2019 საქართველოს გუნდის წევრები, მწვრთნელთან, ზაქარია შველიძესთან ერთად

13-15 ივნისს, ქალაქ ჰასელტში (ბელგია) გაიმართა რიგით მეოთხე ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი. საქართველოს ნაკრები შეჯიბრის დაარსების დღიდან მონაწილეობს და გასულ წელს შეჯიბრის გამარჯვებული გახდა,   ხოლო მიმდინარე წელს,  საქართველოს ნაკრების წევრმა, ანა ჯიქიამ საუკეთესო სპიკერის ტიტული მიიღო.  

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ხუთი აკადემიკოსის, მათ შორის ქართველი, ზაქარია შველიძის ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავს ევროპულ დონეზე შრომის სამართლის ცოდნის გაუმჯობესებას. შეჯიბრში ევროპის კავშირის 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის გუნდები, ხოლო საქართველო ერთადერთი გუნდია ევროკავშირის სივრცის გარეთ.

შეჯიბრს მსაჯობდნენ შრომის სამართლის გამოჩენილი პროფესორები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, იურისტები და მოსამართლეები ევროპის კავშირის ქვეყნებიდან. შეჯიბრის მსაჯები ასევე იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-მიშელ სერვაი და ირის ჰანაპელ-ვან დე ბურგი, ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

USAID/PROLoG-ის აქტიური მხარდაჭერით, ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების მომდევნო შეჯიბრი თბილისში გაიმართება.

USAID
Top of Page