შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

კავშირმა საფარმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საჯარო დისკუსია გამართა

03 ივნისი 2019 საჯარო დისკუსია „კაცები გამოსავლის ძიებაში: ვისაუბროთ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“

29 მაისს, კავშირმა საფარმა, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ“ ფარგლებში, გამართა საჯარო დისკუსია „კაცები გამოსავლის ძიებაში: ვისაუბროთ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გენდერული ნიშნით ძალადობის, მასკულინობისა და სოციალური როლების შესახებ კაცების მონაწილეობით დისკუსიების სერიის წამოწყება.

მოწვეულმა სპიკერებმა, სოციოლოგმა და გენდერის მკვლევარმა გიორგი ურჩუხიშვილმა და სცენარისტმა გიორგი ჯანელიძემ ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებზე კაცების პერსპექტივიდან. გიორგი ურჩუხიშვილმა ისაუბრა გენდერული ნიშნით ძალადობის, მასკულინობის ტიპების, განსაკუთრებით კომპლიციტური მასკულინობის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში, აგრეთვე ზოგადად მიმოიხილა ქალთა საკუთრების უფლებები.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ დისკუსიის პროცესში ჩართულნი და ისაუბრეს გენდერული სოციალიზაციის, სოციალური როლების და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ.

 

USAID
Top of Page