შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი აქტივობები საქართველოში იურიდიული ეთიკის ხელშეწყობის მიზნით

16 მაისი 2019 USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი აქტივობები საქართველოში იურიდიული ეთიკის ხელშეწყობის მიზნით

იურიდიული ეთიკის მეორე აკადემიური კონფერენცია

12 მაისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ორგანიზება გაუწია მეორე აკადემიურ კონფერენციას იურიდიული ეთიკის მიმართულებით. კონფერენცია გახსნა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრაიან ლედუკმა და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის რექტორმა დავით კერესელიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ანა ლორია და ირაკლი კორძახია, რომლებმაც ისაუბრეს ადვოკატთა ასოციაციის დისციპლინური საქმის განხილვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ჰონორარსა და ადვოკატის  ფიდუციურ ვალდებულებებზე. იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიო ჩაჩავამ ისაუბრა კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ხოლო სხვა მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა საჯარო მოსამსახურეთა და არბიტრთა პროფესიული ეთიკის საკითხები, ასევე ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება სოციალურ  მედიაში. PROLoG-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტიდან (აშშ), ისაუბრა ერთიანი იურიდიული პროფესიის შესახებ რომელსაც განეკუთვნებიან, როგორც ადვოკატები, ასევე მოსამართლეები და პროკურორები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი და აქტიური დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდნენ ადვოკატები, სამართლის პროფესორები და სტუდენტები. 

 

სამუშაო შეხვედრა იურიდიული ეთიკის პროფესორებისთვის

ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესორებისთვის იურიდიული ეთიკის  სამაგისტრო კურსის სწავლების მეთოდოლოგიისა და სწავლების უნარ-ჩვევების შესახებ. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო, რომელსაც ესწრებოდა ექვსი პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტიდან, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტიდან და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პროფესორმა მოლიტერნომ  საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის იურიდიული ეთიკის სწავლების შესახებ და ისაუბრა კურსის შინაარსზე, ასევე წარმოადგინა სწავლების სხვადასხვა ტექნიკები. პროფესორმა მოლიტერნომ, ასევე ჩაატარა სიმულაცია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ეფექტურია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება.

 

ინტენსიური კურსი სტუდენტებისთვის შედარებით იურიდიულ ეთიკაში

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ  ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში  ასევე ჩაატარა შედარებითი იურიდიული ეთიკის ხუთდღიანი კურსი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. კურსზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტს. კურსს დაესწრო 27 სტუდენტი.  პროფესორმა მოლიტერნომ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიც არის ადვოკატის, პროკურორის და მოსამართლის როლი, კონფიდენციალურობა, ჰონორარი, კლიენტების კონსულტირება,  ადვოკატების საჯარო განცხადებები და სხვა საკითხები. თითოეული საკითხი მოიცავდა საქართველოს, ევროპის, ამერიკის კანონმდებლობას და პრაქტიკას. პროფესორმა მოლიტერნომ გამოიყენა როლური თამაშები, კაზუსები და სხვა ინტერაქტიული სწავლების ტექნიკები.

USAID
Top of Page