შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტრენერები მზად არიან USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი სემინარების მეშვეობით მიღებული ცოდნის გასაზიარებლად

01 მაისი 2019 ტრენერები მზად არიან USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი სემინარების მეშვეობით მიღებული ცოდნის გასაზიარებლად

აპრილში, ადვოკატთა ასოციაციის ათზე მეტმა  შერჩეულმა ტრენერმა გაიარა ტრენინგი სამ სხვადასხვა თემაზე: 1) უმცირესობების უფლებების დაცვა; 2) რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა; 3) გენდერული თანასწორობა. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა კვალიფიციური ტრენერების ჯგუფი. ტრენინგების თემატიკა შეირჩა ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შორის კვლევის შედეგების საფუძველზე. აღნიშნული კურსების შემუშავება და ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა USAID/PROLoG-ის მიერ ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრს ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაში.

USAID/PROLoG-მა დაიქირავა ქართველი ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ანა არგანიშვილი, ანა აბაშიძე და კონსტანტინე კორკელია სამოდელო კურსების შექმნის მიზნით, სამუშაო შეხვედრები შედგებოდა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური სავარჯიშოებისგან. მონაწილეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც შემდეგ შეფასდა ექსპერტების მიერ. მაისის თვიდან ადვოკატთა ასოციაციაციის სასწავლო ცენტრი განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყებს წევრებისთვის საპილოტე ტრენინგებს.  

USAID
Top of Page