შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სთავაზობენ რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებისთვის

23 აპრილი 2019 მარცხნიდან მარჯვნივ: ქეთი კუკავა, IDFI, გიორგი კლდიაშვილი, IDFI, მიხეილ ბენიძე, ISFED, ვანო ბოლქვაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

18 აპრილს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინეს  ერთობლივი კვლევა მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის შესახებ. ღონისძიება ორგანიზაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა, მიხეილ ბენიძემ და გიორგი კლდიაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიდტმა გახსნეს. კვლევა მოიცავს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური მოწყობისა და პროგრამების ზოგად მიმოხილვასა და მისი საქმიანობის ძირითად პრობლემებს. რეკომენდაციები მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის მეტი დამოუკდიებლობის მინიჭებას და მისი როლის გაზრდას მოსამართლეთა დანიშნვის პროცესში. ანგარიში ასევე ეხება სკოლაში მიღების პროცესს და ასკვნის, რომ სკოლას უნდა შეეძლოს მსმენელთა დამოუკიდებლად მიღება.  რეკომენდაციები ასევე შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მსმენელთა მიღების კრიტერიუმები, პროგრამის ხანგრძლივობა, სასწავლო მეთოდოლოგია და ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკა.  ანგარიში მიმოიხილავს საერთაშორისო მოდელებს, რომლებიც ღონისძიებაზე წარადგინა იურიდიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა, მარია ნაუმოვსკამ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გამოთქვა სურვილი, რომ დამატებით შეხვდეს კვლევის ავტორებს  იმ პრობლემების განსახილველად, რომელთა გადაჭრა სკოლის კომპეტენციას შეესაბამება.  რეკომენდაციების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)   დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის სხვა წევრებთან ერთად შეეცდებიან, რომ ეს რეკომენდაციები  მართლმსაჯულების რეფორმის „მეოთხე ტალღის“ საკანონმდებლო წინადადებებში აისახოს. 

USAID
Top of Page