შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს 2019 წლის ქალთა ისტორიის თვეს

12 აპრილი 2019 ქალთა ისტორიის თვე 2019

USAID/PROLoG-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ღონისძიებებს მარტის განმავლობაში. ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება და წარმოაჩენს ქალთა წვლილსა და მიღწევებს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში:

  • კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოება და ახალი დოკუმენტური ვიდეოს ჩვენება: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს ბლოგი, სტატია, ფოტოპორტრეტი, ფოტოამბავი და ვიდეორგოლი საკუთარი თემის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. TDI-მ აგრეთვე გამართა სამი ახალი დოკუმენტური ვიდეოს (ალა, ლიამანი, თარაში) ჩვენება და დისკუსია.
  • მოსამართლეთა შეხვედრა სტუდენტებთან ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტში: USAID/PROLoG-ის ორგანიზებით გაიმართა ქალ მოსამართლეთა შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტში. PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების მონაწილე მოსამართლეებმა მადი ჩანტლაძემ და ანა გოგიშვილმა ისაუბრეს საკუთარ კარიერულ გზასა და ქალი ადვოკატების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილ ქალ ადვოკატებსა და ახალგაზრდა თაობას შორის დიალოგის ხელშეწყობა.
  • GTUC-ის რეკომენდაციების პრეზენტაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გასაუმჯობესებლად: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარმოადგინა რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ქალთა შრომითი უფლებების კონტექსტში. რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა საჯარო სამსახურში ქალთა შრომითი უფლებების საკითხებს და იმ წინააღმდეგობრივ რეგულაციებს, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება.
  • კავშირი საფარის კონფერენცია „ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამოვლენილი პრობლემები“: საფარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანი იყო წარმოეჩინა იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში გამოვლენილი პრობლემები, რომელიც ხშირად წარმოიშობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ასე მაგალითად: ალიმენტი, ბავშვის საცხოვრისის განსაზღვრა, სასამართლოს ბაჟი და სხვა. საფართან ერთად, კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა.
  • „ქალთა გაძლიერების ფორუმი“: USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მონაწილეობით ქალთა გაძლიერების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პარლამენტის, ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ.
  • ფილმის „უთქმელი ისტორიები“-სა და „მე მქვია მალალა“-ს ჩვენება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბმა ფილმების ჩვენება და დისკუსია გამართა. დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ამერიკული დოკუმენტური ფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ქალთა და გოგონათა უფლებებისა და განათლების უფლებისთვის იბრძოდა.
  • საჯარო დისკუსიები და ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გამართა საჯარო დისკუსიები თემებზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“ და „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“. საჯარო ლექციები შემდეგ თემებს მოიცავდა: „სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“ და „საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება“.  
  • ელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა: ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გამართა საჯარო კითხვა „ელენორ რუზველტი - „მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა წაიკითხეს ადამიანის უფლებათა აქტივისტის, ავტორის, პოლიტიკური ფიგურისა და დიპლომატის ელენორ რუზველტის ტექსტები ილიაუნის კორპუსის ეზოში არსებულ 13-მეტრიანი მურალის წინ, მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მისი უდიდესი წვლილის აღსანიშნავად.
  • GYLA-ს ანგარიშის პრეზენტაცია „ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა კვლევა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2017-2018 წლის პერიოდის სამართლებრივი გარემოსა და პრაქტიკის ფარგლებში. ამ ორი წლის მანძილზე საიას შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან მოყოლებული მის პროგრესს და აგრეთვე იდენტიპიცირება მოეხდინა იმ საკითხებისა, რომელიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.  
USAID
Top of Page