შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLOG- მა ორგანიზება გაუწია მეოთხე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისათვის

03 აპრილი 2019 USAID/PROLOG- მა ორგანიზება გაუწია მეოთხე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისათვის

16-28 მარტს, აშშ-ის სასამართლოს სისტემის შესწავლის მიზნით,  თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის რვა მოსამართლე ვაშინგტონში და დენვერში გაემგზავრა. სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას სასამართლო სხდომების მართვასა და კომუნიკაციასთან, საქმეების განაწილებასთან, მოსამართლეთა დანიშვნასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, აგრეთვე ადვოკატებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით .

სასწავლო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო ვაშინგტონში, მართლმსაჯულების ფედერალურ სამოსამართლო ცენტრში (FJC). ცენტრის დირექტორმა ვიზიტის მონაწილეებს გააცნო აშშ-ის ფედერალური სასამართლოების სიტემა და საქმიანობა. მოსამართლეებმა მომდვენო დღე ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში გაატარეს, სადაც მოსამართლე ენტონი ტრენგამ მიმოიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურები და განმარტა ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები. დღის განმავლობაში გაცვლითი პროგრამის მონაწილეები დაესწრნენ მოსამართლე ენტონი ტრენგას პროცესებს.

ქალაქ დენვერში ვიზიტის მონაწილეები რამდენიმე სასამართლოს ესტუმრნენ, მათ შორის იყო კოლორადოს საოლქო, კოლორადოს სააპელაციო და კოლორადოს უზენაესი სასამართლოები. ქართველი მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო პროცესებს და ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილეს ზეპირი მოსმენის სხვადასხვა ასპექტები.  განხილული თემები აგრეთვე მოიცავდა შტატის მოსამართლეთა დანიშვნისა და გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის მექანიზმებს, ასევე სასამართლოების საქმიანობას საზოგადოებაში ნდობისა და ავტორიტეტის შენარჩუნების მიზნით.

დენვერში ჯგუფის წევრები ასევე იმყოფებოდნენ კოლორადოსა და დენვერის ადვოკატთა ასოციაციის ოფისებში, სადაც გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ადვოკატთა ასოციაციაში იურისტების დაშვება, ადვოკატებისა და მოსამართლეების ურთიერთობა, დავის ალტერანტიული გადაწყვეტა, მათ შორის შეთანხმება, მედიაცია და არბიტრაჟი.

ვიზიტის დასასრულს მონაწილეები დაესწრნენ სასამართლო პროცესებს კოლორადოს შტატის არასრულწლოვანთა და  ნარკოტიკების საქმის განმხილველ სასამართლოში.

USAID/PROLoG-მა, მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში უკვე გააგზავნა 38 მოსამართლე და ერთი მოსამართლის თანაშემწე, ასევე საქართველოში ჩამოიყვანა სამი ამერიკელი მოსამართლე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებთან მუშაობის  მიზნით. გაცვლითი აქტივობები მოიცავს სასწავლო ვიზიტებს ქართველი მოსამართლეებისათვის, ქართველი მოსამართლეების  მიზანმიმართულ გამწესებას აშშ-ის სასამართლოებში, ტრენინგებს ამერიკის სამოსამართლო სასწავლო ცენტრებში და ამერიკელი მოსამართლეების მრავალ კვირიან გამწესებას საქართველოს სასამართლოებში.  

USAID
Top of Page