შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

GTUC-მა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარმოადგინა

02 აპრილი 2019 GTUC-მა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარმოადგინა

29 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით ურთიერთობებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში, წარმოადგინა რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ქალთა შრომითი უფლებების კონტექსტში. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით შემდეგი სპიკერები გამოვიდნენ: ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე; დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი; თამილა ბარკალაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და ბრაიან ლედუკი, USAID/PROLoG პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე.

რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა საჯარო სამსახურში ქალთა შრომითი უფლებების საკითხებს და იმ წინააღმდეგობრივ რეგულაციებს, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელდა და კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არსებულ იმ გამოწვევებსა და ხარვეზებს, რაც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.  

 

USAID
Top of Page