შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

კავშირი საფარის წარმომადგენლები ზუგდიდში ადვოკატებსა და სტუდენტებს შეხვდნენ

02 აპრილი 2019 გიორგი ურჩუხიშვილი ესაუბრება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს

25 მარტს, კავშირმა საფარმა,  USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ“ ფარგლებში, გამართა შეხვედრა ადვოკატებსა და სტუდენტებთან ზუგდიდში. შეხვედრა ორგანიზებული იყო 2019 წლის ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და წარმოაჩენს ქალთა წვლილსა და მიღწევებს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში.

საფარის წარმომადგენლები შეხვდნენ ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მომუშავე ადგილობრივ ადვოკატებს და გაუზიარეს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიების ხარვეზებზე და ასევე შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოწერის დროს არსებულ გამოწვევებზე სამეგრელოს რეგიონში. საფარის პროექტის კოორდინატორი, გიორგი ურჩუხიშვილი ასევე შეხვდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ჩაატარა ლექცია თემაზე: „მასკულინობის სოციალური ორგანიზება“. მან განიხილა მასკულინობის ძირითადი ტიპები: ჰეგემონური, სუბორდინირებული, კომპლიციტური და მარგინალიზებული და მასკულინობასა და გენდერული ნიშნით ძალადობას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა. ლექციას 19 მონაწილე ესწრებოდა და ჩართული იყო დისკუსიის პროცესში. მათ ხაზი გაუსვეს სამეგრელოს რეგიონში სტუდენტებს შორის აღნიშნულ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლების საჭიროებას. 

USAID
Top of Page