შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

კავშირი საფარის კონფერენცია „ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამოვლენილი პრობლემები“

28 მარტი 2019 კავშირი საფარის კონფერენცია „ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამოვლენილი პრობლემები“

19 მარტს, კავშირმა საფარმა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ“ ფარგლებში, გამართა კონფერენცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გამოვლენილი პრობლემების შესახებ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა და მოსამართლე ეკა ზარნაძემ. 2019 წლის ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენციის მიზანი იყო წარმოეჩინა იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში გამოვლენილი პრობლემები, რომელიც ხშირად წარმოიშობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ასე მაგალითად: ალიმენტი, ბავშვის საცხოვრისის განსაზღვრა, სასამართლოს ბაჟი და სხვა.

საფართან ერთად, კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენლებმა. კონფერენცია ორ პანელს მოიცავდა. პირველი პანელი ეხებოდა სოციალური სააგენტოს როლს საოჯახო დავებში და ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ სასამართლოში წარდგენილი დასკვნების ხარისხი, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, ბავშვის საცხოვრისის განსაზღვრის სირთულეები. მეორე პანელზე - მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გენდერული განზომილება - განიხილეს გენდერული პერსპექტივა საოჯახო დავებში და სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული პრობლემები მამობის დადგენის და მშობლის უფლების შეზღუდვის საქმეებში. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის გამოწვევები და ხარვეზები, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და საჭიროებს სისტემურ გადაჭრას, რათა დაცული იყოს ქალებისა და ბავშვების უფლებები.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში.

 

USAID
Top of Page