შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG იწყებს სემინარების სერიას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის სასამართლო სხდომათა მართვასა და კომუნიკაციაში

12 მარტი 2019 მოსამართლე ტიმოთი ბალანდი განიხილავს სხდომათა დარბაზის ეფექტურად მართვის მეთოდებს

USAID/PROLoG-მა  იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო სემინარების სერია სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეთათვის სასამართლო სხდომათა მართვასა და კომუნიკაციაში.  სემინარის იდეა გაჩნდა მენტორი მოსამართლეების პროგრამის ფარგლებში, როდესაც 2018 წლის შემოდგომაზე, USAID/PROLoG-ის მოწვეული ორი ამერიკელი  მოსამართლე ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აღნიშნული დაკვირვების შედეგად მათ შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად 

მოსამართლე ტიმოთი ბალანდმა სემინარი მოამზადა საქართველოში მოსამართლეებზე დაკვირვების, პირადი გამოცდილებისა და აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. 2019 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში, მოსამართლე ბალანდმა ჩაატარა ოთხი სემინარი, რომელსაც სხვადასხვა სასამართლოს 60 მოსამართლე დაესწრო, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, ასევე რუსთავის, ბათუმის, მცხეთის, თელავის, ახალციხის, ბოლნისის და საქართველოს სხვა საქალაქო და რაიონული  სასამართლოებიდან.  

სემინარზე ყურადღება გამახვილდა სასამართლო დარბაზში კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტებზე, როგორიც არის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაცია, ასევე თუ როგორ უნდა იმართოს სათანადოდ სხდომის დარბაზი, მათ შორის ადვოკატისა და მხარეების მიუღებელი ქცევა. 

სემინარების მეორე სერია ჩატარდება აპრილის თვეში, რომელის მიზანია მოიცვას სამოქალაქო სამართლის ყველა მოსამართლე საქართველოში. USAID/PROLoG შემდგომში იმუშავებს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ქართველი ტრენერების მომზადებასა და აღნიშნული კურსის სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებაზე. 

USAID
Top of Page