შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EMC-მ მუსლიმური პანსიონატების ხელმძღვანელებთან ბათუმში შეხვედრა გამართა

06 მარტი 2019 EMC-ის საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

2 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისათვის“ ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა მუსლიმური პანსიონატების ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი თემის ლიდერებთან.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რელიგიური პანსიონატების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება და გამოსავლის გზების ძიება. 

კანონში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის 1 სექტემბრიდან  რელიგიურ პანსიონატებს ლიცენზირების პროცესის გავლას და ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. რამდენადაც რელიგიური პანსიონატების საქმიანობის სპეციფიკა არ იყო გათვალისწინებული, მათზე ზრუნვამოკლებული ბავშვების აღზრდაზე ორიენტირებული ინსტიტუციების რეგულირება გავრცელდა. რელიგიური პანსიონატები არსებითად საგანმანათლებლო მიზნებს ახორციელებენ, მათი ბენეფიციარები არ წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შესაბამისად, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნის, მასთან დაახლოებული გარემოს იგივე სტანდარტების და მოთხოვნების წაყენება უსამართლო და მეტისმეტად დამამძიმებელი ტვირთია. მონაწილეების მიხედვით, რამდენიმე ასეთი პანსიონატი კანონის მკაცრი მოთხოვნების გამო უკვე დაიკეტა კიდეც. 

სამუშაო შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე სახალხო დამცველისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა, რომ პანსიონატების წინაშე მდგარ პრობლემებზე განხილვები და ცვლილებების ადვოკატირება სახელმწიფოსთან გაგრძელდება.   

USAID
Top of Page