შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

TDI-მ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და ახალი დოკუმენტური ვიდეოების ჩვენება გამართა

04 მარტი 2019 TDI-მ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და ახალი დოკუმენტური ვიდეოების ჩვენება გამართა

1 მარტს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის პროექტის „მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება“ ფარგლებში, ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ბრაიან ლედუკმა, USAID/PROLoG-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ და ეკა ჩითანავამ, TDI-ის დირექტორმა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს ბლოგი, სტატია, ფოტოპორტრეტი, ფოტოამბავი და ვიდეორგოლი საკუთარი თემის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსში რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა:

  • ფოტოამბავი ბოშათა თემის შესახებ ბათუმში;
  • ბლოგი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე, რომელიც აღწერს იმ პრობლემებსა და დაბრკოლებებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან;
  • ბლოგი „მრავალფეროვანი ქალაქი“, რომელიც აღწერს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას გორში;
  • ფოტოამბავი საქართველოში მცხოვრებ კრიშნას მიმდევრების შესახებ;
  • მე-10 კლასის უცხოელი მოსწავლის მიერ მომზადებული ბლოგი ტოლერანტობის ტრადიციისა და აგრეთვე საკუთარი გამოცდილების შესახებ საქართველოში;   
  • ვიდეორგოლი მუსლიმი გოგონების შესახებ ჭელადან.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე მიიღეს წამახალისებელი ჯილდო ვიდეოსთვის „მზე ყველას თანაბრად ათბობს“.

TDI-მ აგრეთვე გამართა სამი ახალი დოკუმენტური ვიდეოს (ალა, ლიამანი, თარაში) ჩვენება და დისკუსია. ალა, ეზიდური თემის წარმომადგენელი საქართველოში, საუბრობს იმ დაბრკოლებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებაში და აგრეთვე გვიამბობს ეზიდური თემის მდიდარი კულტურისა და ხანგრძლივი ისტორიის შესახებ. ლიამანი, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი საქართველოში, საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის პოზიციიდან და ასევე ქართულ საზოგადოებაში უმცირესობათა ინტეგრაციის პრობლემაზე. და ბოლოს თარაკა (თარაში) თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ქართულ კულტურაზე, სტუმართმოყვარეობაზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგჯერ ქსენოფობიური განწყობების გამო ექმნებათ. ალა და ლიამანი, ორივე ესწრებოდნენ ვიდეოების ჩვენებას და აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემდგომ დისკუსიაში აუდიენციასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.   

USAID
Top of Page