შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

2019 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა წარმატებით დასრულდა

04 მარტი 2019 2019 წლის მართლმსაჯულების  ზამთრის სკოლის მონაწილეები

22-28 თებერვლის პერიოდში,  USAID / PROLOG-ის და  სხვა დონორების (EU4Justice, CoE, UNICEF, UNDP, OHCHR) მხარდაჭერით,   იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ჩატარდა  2019 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა  მოსამართლის თანაშემწეებისა და საქართველოს სასამართლოების ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. ზამთრის სკოლაში მონაწილეობას 21 სასამართლოს თანამშრომელი და 6 სტუდენტი იღებდა, რომელთაც ინტენსიური ტრენინგები გაიარეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია სასამართლოში და მხარეებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვა.

USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით ორგანიზებული მართლმსაჯულების  ზამთრის სკოლა მოიცავდა მოსამართლე ტიმოთი ბალანდის (აშშ) სესიას სასამართლოში და მხარეებთან კომუნიკაციის უნარების შესახებ და ასევე,  სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენებას  ანტიდისკრიმინაციული პრაქტის შესახებ საქართველოში.  თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე მონაწილეებს ესაუბრა  იმის შესახებ თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ იყო კარგი მოსამართლე. მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე  წერილობითი დავალება, რომლის შედეგადაც შეირჩა 4 გამარჯვებული. USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით, ერთ-ერთი გამარჯვებული შეძლებს აშშ-ში მოსამართლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას; ასევე ევროსაბჭოს მხარდაჭერით ორი გამარჯვებული გაემგზავრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი, საფრანგეთი), ხოლო ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდამჭერი პროექტი უზრუნველყოფს ერთი გამარჯვებულის გამგზავრებას მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში (ლუქსემბურგი).  

USAID
Top of Page