შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის თბილისის მე-8 ყოველწლიურ მოსამზადებელ შეჯიბრს

04 მარტი 2019 ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის თბილისის მე-8 ყოველწლიურ მოსამზადებელ შეჯიბრის გახსნითი კონფერენცია

22-24 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21 უნივერსიტეტის 150-ზე მეტმა სტუდენტმა და მსაჯმა ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის თბილისის მე-8 ყოველწლიურ მოსამზადებელ შეჯიბრში, რომელიც USAID/PROLoG-ის და სხვა დონორების მხარდაჭერით ჩატარდა.  თბილისის მოსამზადებელი შეჯიბრი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ორგანიზებული იყო არბიტრაჟის ინიციატივა საქართველოს  მიერ, რომელიც ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის ქართველი ყოფილი მონაწილეებითაა დაკომპლექტებული. იმიტირებული პროცესის წინა დღეს,  არბიტრაჟის ინიციატივა საქართველომ საქართველოს უნივერსიტეტში  მე-8 ყოველწლიური თბილისის არბიტრაჟის  კონფერენცია გამართა, სადაც იმსჯელეს მიმდინარე წლის საერთაშორისო შეჯიბრის საქმის გარშემო.  

ექვსმა ქართულმა გუნდმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიიღო მონაწილეობა მოსამზადებელ შეჯიბრში. მოსამზადებელი შეჯიბრის ზეპირრაუნდში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა, ხოლო მათი გუნდის წევრმა  სპეციალური პრიზი მიიღო.

თბილისის მოსამზადებელი შეჯიბრი სტუდენტებისთვის არის კარგი შესაძლებლობა მოემზადონ  საერთაშორისო შეჯიბრისთვის. ვილემ ვისის სახელობის 26-ე ყოველწლიური საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი  2019 წლის 12-18  აპრილს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

USAID
Top of Page