შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს პროფესორთა სამუშაო შეხვედრას იურიდიული ეთიკის მიმართულებით

26 თებერვალი 2019 იურიდიული ეტიკის ექსპერტი ანა ლორია, მონაწილეებთა ერთად განიხილავს იურიდიული განათლების სილაბუსს

15-16 თებერვალს, USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებისთვის იურიდიული ეთიკის კურსთან დაკავშირებით. იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა მოამზადა სამოდელო კურსი იურიდიული ეთიკის მიმართულებით ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავს იურიდიული ეთიკის საკითხებს და  სახელმძღვანელო პრინციპებს ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, ასევე არბიტრებისა და მედიატორებისთვის. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა უნივერსიტეტში  სამოდელო ეთიკის კურსის დანერგვის მხარდაჭერას, სილაბუსისა და სხვა სასწავლო მასალის განხილვას დაინტერესებულ პროფესორებთან ერთად.

სამუშაო შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის თოთხმეტი პროფესორი დაესწრო. იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელ, სოფო ჩაჩავასთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს იუირიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კორძახიამ,  იურიდიული ეთიკის ექსპერტმა ანა ლორიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა, რომლებმაც ისაუბრეს თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეთიკის სწავლება ადვოკატების, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სილაბუსისა და სასწავლო მასალების და მათი გაუმჯობესების შესახებ.

იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი მომდევნო თვეში  განახლებული სილაბუსისა და სასწავლო მასალების საბოლო ვერსიას გაუზიარებს დაინტერესებულ პროფესორებს.

USAID
Top of Page