შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

2018 წლის ივლისის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

18 იანვარი 2019 2018 წლის ივლისის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა თბილისის სააპელაციო  სასამართლოში საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

11 იანვარს, USAID/PROLoG-ის მიერ, 2018 წლის ივლისში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს. პრეზენტაციას დაესწრო ოცი მონაწილე, მათ შორის მოსამართლეები, მოსამართლის თანაშემწეები, სხდომის მდივნები და სასამართლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID/PRolG-ის წარმომადგენლები, ბაქარ ჯიქია და რობერტ მაღლაკელიძე. 

მოსამართლეებმა, თამარ ონიანმა, ხათუნა არევაძემ და გიორგი გოგიაშვილმა, განიხილეს ვაშინგტონში და სან ფრანცისკოში მიღებული გამოცდილება, სადაც ვიზიტის მონაწილეებმა გამართეს შეხვედრები აშშ-ის სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ინსტიტუციებში.

ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ასევე, გაცნობოდნენ მოსამართლეთა სახელმძღვანელო პრინციპებს, მართლმსაჯულების საბჭოს უფლებამოსილებას და პოლიტიკას, მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის პრაქტიკას.  მოსამართლე თამარ ონიანმა, ასევე ისაუბრა აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა როლზე და ნდობის მაღალ ხარისხზე  ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისას.

მოსამართლეებთან ერთად, ვიზიტში მონაწილეობას იღებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, თამარ ჭალიძე, რომელმაც ისაუბრა აშშ-ის სასამართლოებში მედიაციის როლზე და ამ კუთხით სპეციალური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის აუცილებლობაზე, აგრეთვე საქმეთა წარმოების და საქმეთა ნაკადის მართვის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე.

USAID/PROLoG ცდილობს, ხელი შეუწყოს მოსამართლეების მიერ ვიზიტების ფარგლებში მიღებული ცოდნის გავრცელებას და სთხოვს მონაწილეებს, სხვებსაც გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. USAID/PROLoG მომდევნო სასწავლო ვიზიტს, მეორე ინსტანციის მოსამართლეებისათვის, 2019 წლის მარტში გეგმავს.

USAID
Top of Page