შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის მიერ, ოქტომბერში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

31 დეკემბერი 2018 USAID/PROLoG-ის მიერ, ოქტომბერში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა  საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

2018 წლის ოქტომბერში, USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, პირველი ინსტანციის რვა ქართველი მოსამართლე ვაშინგტონში გაემგზავრა. USAID/PROLoG-ი ცდილობს, ხელი შეუწყოს ვიზიტების ფარგლებში მიღებული ცოდნის გავრცელებას და სთხოვს მონაწილეებს, სხვებსაც გაუზიარონ მიღებული გამოცდილება.

19 დეკემბერს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, არარატ ესოიანმა, შეხვედრა გამართა მოსამართლეებთან, მოსამართლის თანაშემწეებთან და ახალქალაქში მოქმედ ნოტარიუსებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სასამართლო მედიაციის მნიშვნელობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი დანერგვის შესაძლებლობაზე საქართველოში, განსაკუთრებით კი სანოტარო საქმიანობის მიმართულებით. საქართველოში ნოტარიუსები მონაწილეობას იღებენ საჯარო რეესტრში, მიწასთან დაკავშირებულ დავებზე სავალდებულო მედიაციის პროცესში, შესაბამისად, შეხვედრაში მათი მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.    

21 დეკემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსამართლეებს, პროკურორებს, იურისტებს, სასამართლოს თანამშრომლებს და იმ სტუდენტებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან ახალციხის რაიონულ სასამართლოში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე: შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა სასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, სავალდებულო მედიაციის უპირატესობა და სხვა საკითხები. USAID/PROLoG-ის 2018 წლის აპრილის სასწავლო ვიზიტის მონაწილე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ნათია მერაბიშვილი, ასევე დაესწრო ღონისძიებას და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს.

25 დეკემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სოფიო გაგნიძემ, შეხვედრა გამართა მოსამართლეებთან, სასამართლოს თანაშემწეებთან, სხდომის მდივნებთან, პროკურორებთან, იურისტებთან და ასევე, წალკის სოციალური სამსახურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. მოსამართლე გაგნიძემ ისაუბრა აშშ-ის ფედერალურ სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეთა დანიშვნის წესსა და კრიტერიუმებზე, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაზე, ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის წესსა და პროცედურებზე, აგრეთვე სავალდებულო მედიაციისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების მნიშვნელობაზე.

USAID
Top of Page