შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ყოველწლიური ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული წარმატებით დასრულდა

31 დეკემბერი 2018 ყოველწლიური ადამიანის უფლებების  საუნივერსიტეტო კვირეული წარმატებით დასრულდა

3-10 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ცხრა წამყვანმა ქართულმა უნივერსიტეტმა ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულს. ადამიანის უფლებების კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც იმართება  10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და მოიცავს  დისკუსიებს  ადამიანის უფლებების იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია იურიდიული საზოგადოებისათვის საქართველოში. ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა ქართველ ახალგაზრდებს შორის,  ასევე აკადემიურ წრეებში მეტი აქტიური დისკუსიის წახალისება აღნიშნულ საკითხებზე.

კვირეულის ფარგლებში, მონაწილე უნივერსიტეტებმა გამართეს საჯარო ლექციები და დისკუსიები ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილმა იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გამართა საჯარო ლექცია თემაზე „დამოუკიდებლობა იურიდიულ პროფესიაში და სამართლიანი სასამართლოს უფლება“. ლექციას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნათია წკეპლაძე. ასევე, ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა ილიას  უნივერსიტეტში, თამარ გურჩიანმა ორგანიზება გაუწია სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებს, მათ შორის სტუდენტებისთვის ფილმის ჩვენებას და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის  საჯარო ლექციას ადამიანის უფლებებზე. კვირეულის ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტმა ასევე გახსნა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის კლინიკა. გახსნას დაესწრო ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე. კლინიკა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ ადამიანის უფლებების რეალურ საქმეებზე USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა კვლევის პრეზენტაციას სახელწოდებით „პირადი თავისუფლება და ავტონომია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიხედვით“, ასევე საჯარო დისკუსიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კვირეული ასევე მოიცავდა სტატიათა კრებულის - „ადამიანის უფლებების დაცვა: სამართალი და პრაქტიკა“  2018 წლის გამოცემის  პრეზენტაციას. სტატიათა კრებულის გამოცემა დაიწყო 11 წლის წინ. მიმდინარე წლის და გასული სამი სტატიათა კრებულის მხარდაჭერა  USAID/PROLoG-ის მიერ განხორციელდა. გამოცემის დღიდან, სტატიათა კრებულის რედაქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე კორკელია. ადამიანის უფლებათა კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2018 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული წვლილისთვის უნივერსიტეტების მიერ შერჩეული ადამიანის უფლებათა აქტივისტი დააჯილდოვეს. ჯილდო ცნობილი ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მიიღო.  ტელესერიალი მნიშვნელოვანია მისი ინკლუზიური და მისაღები ფორმებით, რომლითაც ის განიხილავს მარგინალიზებულ ჯგუფებს საქართველოში, მათ შორის  LGBTI საზოგადოებას და აქცენტს აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე როგორიც არის ოჯახში ძალადობა, გენდერული ძალადობა და სხვა თემები რომელიც აქტუალურია ქართული საზოგადოებისთვის.

USAID
Top of Page