შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG აგრძელებს ადამიანის უფლებებში მოსამართლეთა თანაშემწეების ტრენინგების მხარდაჭერას

31 დეკემბერი 2018 USAID/PROLoG აგრძელებს ადამიანის უფლებებში მოსამართლეთა თანაშემწეების ტრენინგების მხარდაჭერას

14-17 დეკემბერს ჩატარდა ორი ორდღიანი ტრენინგიადამიანის უფლებებში საქართველოს რეგიონალური სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისთვის.  ექსპერტებმა ბესარიონ ბოხაშვილმა და ეკატერინე ლომთათიძემ ორი პარალელური ტრენინგი გაიმართეს  და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ტრენინგის მიზანი ასევე იყო თანაშემწეთა სამართლებრივი წერისა და დასაბუთების  უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ერთი ტრენინგი ჩატარდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის თანაშემწეებისთვის, ხოლო მეორე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის თანაშემწეებისათვის. საერთო ჯამში 46 მოსამართლის თანაშემწე დაესწრო ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონალური სასამართლოებიდან, მათ შორის ბათუმიდან, რუსთავიდან, ახალციხიდან,  ზუგდიდიდან, ბოლნისიდან, გორიდან, თელავიდან და ხაშურიდან. ტრენინგის მეორე ეტაპი იმავე მოსამართლის თანაშემწეებისათვის ჩატარდება თებერვალში და მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვა მუხლებს, რომელიც რელევანტურია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სამართალწარმოებისას.

აღნიშნული ტრენინგები არის ადამიანის უფლებათა პროგრამის გაგრძელება ე.წ. „მწერალი თანაშემწეებისთვის“, რომელიც  USAID/PROLoG -მა დაიწყო 2016 წელს  და რომლის ფარგლებშიც დაფარა თბილისის საქალაქო, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოები. პროგრამის მიზანია მოსამართლის თანაშემწეთა სამართლებრივი უნარებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებში მათი ცოდნის გაღრმავება, და მოიცავს ადამიანის უფლებათა ძირითადი და პრაქტიკული ასპექტების მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგებს, რომელიც რელევანტურია ქართულ სასამართლო პრაქტიკაში. ადამიანის უფლებათა პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით.

USAID
Top of Page