შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

2018 წლის ოქტომბრის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსამართლის თანაშემწეებსა და სხდომის მდივნებს თბილისის საქალაქო სასამართლოში

26 დეკემბერი 2018 2018 წლის ოქტომბრის სასწავლო ვიზიტის  მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსამართლის თანაშემწეებსა და სხდომის მდივნებს თბილისის საქალაქო  სასამართლოში

19 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა 22 მოსამართლის თანაშემწესა და სხდომის მდივანს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს ახალგაზრდა პროფესიონალები წარმოადგენენ პოტენციურ მომავალ მოსამართლეებს საქართველოში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის იმ ცოდნის გაზიარება, რაც მოსამართლეებმა სასწავლო ვიზიტის  ფარგლებში მიიღეს. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი და სამოსამართლო განათლებისა და გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი ბაქარ ჯიქია.

მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა განიხილა ვაშინგტონის სასამართლოში მიღებული გამოცდილება, სადაც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვას და დაკვირვებოდნენ, თუ როგორ მართავს ამერიკელი მოსამართლე სასამართლო დარბაზს და ესაუბრება მხარეებს. მოსამართლე  არდაზიშვილმა აღნიშნა,  რომ ამერიკელი მოსამართლე იყენებს სხვადასხვა მიდგომებს და საჭიროების შესაბამისად, იყენებს მხარეებთან არაფორმალური კომუნიკაციის ტექნიკას.

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალდებულო სასამართლო მედიაციაზე და ამ მიმართულებით, ქართული სისტემის ეფექტურობის გაზრდის მნიშვნელობაზე. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დავების  ალტერანტიული გადაწყვეტის მექანიზმების გამოყენებით სრულდება საქმეების უდიდესი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მექანიზმებს მნიშვნელოვანი პოტენციალი  აქვთ გადატვირთულობის შემცირების თვალსაზრისით. მოსამართლე კვაჭანტირაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და კონტექსტის გათვალისწინებით, დამატებითი ძალისხმევა არის  საჭირო  ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში სასამართლო მედიაციის დანერგვის მიმართულებით.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ისაუბრა მოსამართლეთა ვადებისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის ვაშინგტონის კომისიის გამორჩეულ საქმიანობაზე, და მის აღმასრულებელ დირექტორთან, ქეით ჰაგინსთან შეხვედრაზე. მოსამართლე  ფარქოსაძემ განმარტა, რომ კომისია ყურადღებას ამახვილებს სამოსამართლო ეთიკაზე, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ და გააჩნია სადამსჯელო და არასადამსჯელო სანქციების ფართო სპექტრი.

USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, შემდეგი სასწავლო ვიზიტი გაიმართება მეორე ინსტანციის მოსამართლეებისთვის, 2019 წლის მარტში.

USAID
Top of Page