შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია

21 დეკემბერი 2018 სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია

19 დეკემბერს USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია კონფერენციას, რომლის ფარგლებში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ  სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია ჩაატარა. შეხვედრა გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ადამ შმიდტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ და არასამთავრობო ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა. USAID/PROLoG-ის ექსპერტმა, ნინო ჩიხლაძემ, სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.  სახალხო დამცველის ოფისისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს, რასაც მოყვა განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

ცვლილებების თანახმად, სექსუალური შევიწროება დარეგულირებული იქნება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე შრომით ურთიერთობებში. აღსრულების მექანიზმად საჯარო სივრცეში განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შრომით ურთიერთობებში - სახალხო დამცველის ოფისი. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირების მიზნით ცვლილება შევა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სადაც მოცემული იქნება „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია. ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, კოდექსში გათვალისწინებული იქნება სანქციები.  სახალხო დამცველის როლი გაძლიერდება სექსუალური შევიწროების შესახებ საქმეების შესწავლის ნაწილში და აღსრულების მექანიზმი გახდება მეტად ქმედითი. შრომითი ურთიერთობების ნაწილში ცვლილებები შევა შრომის კოდექსში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ კანონში.

USAID
Top of Page