შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას

21 დეკემბერი 2018 გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია

USAID/PROLoG-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო, გენდერული ნიშნით ძალადობისა და საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. 16 დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) იმართება. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:    

 

  • დოკუმენტური ფილმის „RBG“ ჩვენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: ადამიანის უფლებათა კინოკლუბმა გამართა ფილმის „RBG“ კინოჩვენება და შემდგომ დისკუსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურთან და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლორა ბერგერთან. „RBG“ არის 2018 წლის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს რუთ ბეიდარ გინზბურგის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ.
  • მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე: „სექსუალური შევიწროების სამართალწარმოება და რეგულირება საქართველოში - არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“, რომელიც გაიმართა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო PHR-ისა და GYLA-ს წარმოებაში არსებული სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვა, საქმის წარმოების პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების შეფასება და სექსუალური შევიწროების პრევენციის საკანონმდებლო რეგულაციისა და შიდა მექანიზმის არსებობის აუცილებლობის განხილვა.  
  • სტუდენტებისთვის მესამე ეროვნული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადამიანის უფლებებში: შეჯიბრს ორგანიზება გაუწია ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. შეჯიბრის თემა იყო კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა  LGBTQI-ი თემის კონტექსტში. შეჯიბრის  ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და პრიზები, ხოლო საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში გამარჯვებულს მიეცა სტაჟირების შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციაში -  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.
  • პანელური დისკუსია თემაზე „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელისა და პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ თანამშრომლობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება“. მომხსენებლები: თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე; სოფო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე; ლონდა თოლორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და პატრიცია როსა გარსია, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი. დისკუსიის მოდერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული დეა გოშხეთელიანი იყო. მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მხრივ სახელმწიფოს პოლიტიკაში და ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ.
  • საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ნადია მურადი - ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია და დისკუსია 2018 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ნადია მურადის შესახებ. აგიტ მირზოევმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩართულობისა და განვითარების“ ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მცირე ინფორმაცია იეზიდების ისტორიის, რელიგიისა და კულტურის შესახებ. ადამიანის უფლებათა მიმართულების კვლევის ასისტენტმა თამარ კაპანაძემ ისაუბრა ნადია მურადის, იეზიდი გოგონას ისტორიაზე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო, ახლა კი სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ იბრძვის.
  • მაღალი დონის შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და დაძლევის საკითხებზე: USAID/PROLoG-ის UN Women-ის ერთობლივი მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას, რომელსაც საბჭო უძღვებოდა, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა სექსუალური შევიწროების განმარტების, არსებული გამოწვევებისა და ბარიერების, პრევენციის მექანიზმებისა და კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.  
  • საჯარო ლექციები თელავისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა საჯარო ლექცია თელავისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, აგრეთვე ოჯახური დანაშაულის სპეციფიკისა და ამ კუთხით გამოძიების პრობლემურობის შესახებ.  
  • მრგვალი მაგიდის შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან: კავშირი საფარის ადვოკატებმა მრგვალი მაგიდის შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან და ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობაზე საფარის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, აგრეთვე ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და სირთულეებზე შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით.
USAID
Top of Page