შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ქალთა შრომითი უფლებების კონფერენციას

14 დეკემბერი 2018 USAID/PROLoG მხარს უჭერს ქალთა შრომითი უფლებების კონფერენციას

11 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონფერენცია „ქალი, შრომა, უფლებები“. კონფერენცია ადამიანის უფლების 2018 წლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა წინა სახელშეკრულებო პერიოდსა და შრომით ურთიერთობებში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების, ასევე სამომავლო პერსპექტივების განხილვა.

შეხვედრის განმავლობაში პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქალთა შრომით უფლებებს ეხება. დიმიტრი ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა წინა სახელშეკრულებო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებზე, სექსუალურ შევიწროებაზე, ქალთა არასათანადო შრომით პირობებზე, დეკრეტულ შვებულებასა და ქალთა მაღალ თანამდებობებზე დასაქმების პერსპექტივებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა რომ გენდერული თანასწორობა, ისევე როგორც  შრომითი უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მან ასევე ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოში. USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, ადამ შმიდტის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებების, ასევე ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.   

 

USAID
Top of Page