შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით GDI-მ ანგარიში „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ წარმოადგინა

13 დეკემბერი 2018 USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით GDI-მ ანგარიში „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ წარმოადგინა

12 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სტატუსი და მიმოხილულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია GDI-ის იურისტების მიერ გაწეული იურიდიული დახმარების მაგალითები და პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულებული სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეები. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი GDI-ს სტაჟიორები სხვადასხვა რეგიონიდან, რამდენადაც მსგავს შეხვედრებში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობა, განსაკუთრებით ისეთი ტიპის პროექტებში, რომლებიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაზეა მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია. სტაჟიორებმა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებიდან, გაუზიარეს იქ მყოფებს თავიანთი გამოცდილება და მადლობა გადაუხადეს GDI-სა და USAID/PROLoG-ს ადგილობრივი თემების მხარდაჭერისთვის და პროექტის შედეგად ადამიანის უფლებების კუთხით მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის.  

 

USAID
Top of Page