შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ადამიანის უფლებებში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს სტუდენტებისთვის

30 ნოემბერი 2018 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი და შეჯიბრის მონაწილეები

24-25 ნოემბერს, ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია ადამიანის უფლებებში სტუდენტებისთვის მესამე ეროვნულ იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს. შეჯიბრის თემა იყო კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა  LGBTQI-ი თემის კონტექსტში. სტუდენტები წარმოადგენდნენ იმიტირებულ მოსარჩელეს და მოპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.

შეჯიბრზე დარეგისტრირდა 39 სტუდენტური გუნდი.  წერილობითი ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ უმაღლესი ქულების მქონე 8 გუნდი შეირჩა ზეპირი მოსმენის ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შეჯიბრში ერთმანეთის წინააღმდეგ  მონაწილეობდნენ გუნდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავისუფალი უნივერსიტეტიდან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან, რომელთა შორის გამარჯვებულად გამოვლინდა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი - „Sui Generis”. შეჯიბრის  ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და პრიზები, ხოლო საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში გამარჯვებულ თამარ აბრამიძეს  მიეცა სტაჟირების შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციაში -  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

 

USAID
Top of Page