შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-მა მოსამართლეებისთვის ინგლისური ენის შესასწავლი პროგრამის განხორციელება დაიწყო

26 ნოემბერი 2018 USAID/PROLoG-მა მოსამართლეებისთვის ინგლისური ენის შესასწავლი პროგრამის განხორციელება დაიწყო

მიმდინარე წლის ოქტომბერში, USAID/PROLoG-მა დაიწყო ინგლისური ენის შესასწავლი ინოვაციური პროგრამის (ELTPJ) განხორციელება მოსამართლეებისთვის. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის და მიზნად ისახავს ქართველი მოსამართლეების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, რათა მათ ჰქონდეთ ინგლისურ ენაზე სამართლებრივი ხასიათის კვლევების განხორციელების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოების სამართლებრივი დოქტრინების და მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობა. აგრეთვე ივარაუდება, რომ ELTPJ-ს გავლის შემდგომ, მეტი ქართველი მოსამართლე შეძლებს USAID/PROLoG-ის ისეთ გაცვლით აქტივობებში მონაწილეობას, რომლებიც ინგლისური ენის ცოდნას საჭიროებს, მაგალითისათვის, როგორიცაა აშშ-ის სასამართლოებში ქართველი მოსამართლეების მიმაგრება.

ELTPJ ვრცელდება თბილისის სასამართლოების იმ მოსამართლეებზე, რომლებიც უკვე გარკვეულ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას. პროგრამა შედგება შემოდგომის (2018 წლის ოქტომბერიი - დეკემბერი) და გაზაფხულის (2019 წლის იანვარი - მარტი) სესიებისგან, მასში ჩართულია 30 მოსამართლე. ELTPJ-ს უშუალოდ ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული სამართლებრივი ინგლისურის ცენტრი (TOLES), რომელიც კონცენტრირდება ინგლისური ენის სამართლებრივ ტერმინოლოგიაზე და კონცეფციებზე. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, მასში მონაწილე 30 მოსამართლე გააუმჯობესებს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს და ასევე გაეცნობა ამერიკული სამართლებრივი სისტემის პრინციპებს. პროგრამის მონაწილეებს კვირის განმავლობაში უტარდებათ ორი, ან სამი ლექცია, რომლებიც იმართება თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში.

დამატებით, USAID/PROLoG-მა ფასილიტაცია გაუწია იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და მშვიდობის კორპუსის პარტნიორობას, რის შედეგადაც საქართველოს 14 რეგიონში მდებარე სასამართლოებში, მშვიდობის კორპუსის 17 მოხალისე, ინგლისურ ენას შეასწავლის ქართველ მოსამართლეებს.

USAID
Top of Page