შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

GYLA და PHR-მა სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების თემაზე მრგვალი მაგიდის შეხვედრა გამართეს

26 ნოემბერი 2018 GYLA და PHR-მა სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების თემაზე მრგვალი მაგიდის შეხვედრა გამართეს

21 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მრგვალი მაგიდის შეხვედრა გამართეს თემაზე: „სექსუალური შევიწროების სამართალწარმოება და რეგულირება საქართველოში - არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო PHR-ისა და GYLA-ს წარმოებაში არსებული სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვა, საქმის წარმოების პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების შეფასება და სექსუალური შევიწროების პრევენციის საკანონმდებლო რეგულაციისა და შიდა მექანიზმის არსებობის აუცილებლობის განხილვა.

შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდა USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლორა ბერგერი და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ეკატერინე სხილაძემ სახალხო დამცველისადმი დახმარებისთვის მიმართვის პროცესი მიმოიხილა და ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, რაც გამოცდილებისა და მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციების ნაკლებობით არის გამოწვეული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მან ხაზი გაუსვა სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა სიმამაცეს ისაუბრონ ამ თემაზე, როდესაც ეს ყველაფერი შესაძლოა საჯარო განხილვის თემად იქცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა ქეთევან მესხიშვილმა ისაუბრეს სექსუალური შევიწროების აღმკვეთი რეგულაციების არქონის პრობლემაზე, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისა და სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა და ექსპერტმა ნინო ჩიხლაძემ, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს ეხმარება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია გააკეთეს, რომელიც სექსუალური შევიწროების განმარტებასა და რეგულირების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. შეხვედრას 40 ადამიანი ესწრებოდა; ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

USAID
Top of Page