შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ვაშინგტონში და სან-ფრანცისკოში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კოლეგებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ

31 ოქტომბერი 2018 ვაშინგტონში და სან-ფრანცისკოში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კოლეგებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ

 

2018 წლის ივლისში, აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემის შესწავლის მიზნით, ვაშინგტონში და სან-ფრანცისკოში გაემგზავრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის სააპელაციო ინსტანციის 8 მოსამართლე, ასევე USAID/PROLoG-ის „მართლმსაჯულების აკადემიის“ ერთ-ერთი გამარჯვებული მოსამართლის თანაშემწე.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვიზიტის სამმა მონაწილემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, ორგანიზება გაუწია გაფართოებულ დისკუსიას ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.  პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს სხვა მოსამართლეები, მოსამართლის თანაშემწეები, სხდომის მდივნები და სასამართლოს სხვა პერსონალი, ასევე ადვოკატები, პროკურორები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები. ვიზიტის მონაწილე მოსამართლეთა პრეზენტაციები ეხებოდა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების გაძლიერებას საქართველოში, აშშ-ს მართლმსაჯულების სისტემასა და სამოსამართლო დისციპლინის სისტემას კალიფორნიაში, ასევე იმ მნიშვნელოვან გამოცდილებასა და გაკვეთილებს, რაც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა სასამართლო პროცესებზე დასწრების და ინდივიდუალური შეხვედრების დროს, ამერიკელი მოსამართლეებისგან მიიღეს.

USAID/PROLoG მხარს უჭერს მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების (JudEx) მონაწილეთა მცდელობებს, გაუზიარონ აშშ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს.

 

USAID
Top of Page