შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის ექსპერტმა, ბრაიან ლედუკმა სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზების წინასწარი შესწავლა დაასრულა

29 ოქტომბერი 2018 USAID/PROLoG-ის ექსპერტმა, ბრაიან ლედუკმა სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზების წინასწარი შესწავლა დაასრულა

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განხორციელდა სასამართლო სისტემაში საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზების წინასწარი შეფასება.

ამ მიზნით, PROLoG-ის ექსპერტი, ბრაიან ლედუკი საქართველოს ორი კვირით ეწვია და შეხვედრების ციკლი თბილისისა და გორის საქალაქო სასამართლოების ოცზე მეტ მოსამართლესთან და აპარატის თანამშრომლებთან გამართა. ექსპერტი ასევე გაეცნო საქმეთა გაჭიანურების აღმოსაფხვრელად სასამართლოების მიერ უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და შეისწავლა ის მონაცემები, რომელთა საშუალებითაც ხდება გაჭიანურებისა და ნაშთის აღრიცხვა.

ბრაიან ლედუკმა ცალკე შეხვედრები გამართა იუსტიციის საბჭოს წევრებთან; ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, მზია თოდუასთან; უზენაესი სასამართლოს მოსამართლესა და CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელთან, ნინო ბაქაქურთან და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

ვიზიტის ბოლოს, ბრაიან ლედუკმა შეფასების შედეგები იუსტიციის საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან წარადგინა, რომელიც მოიცავდა პირველად მიგნებებსა და რეკომენდაციებს საქმიანი პროცესების შეცვლისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. რეკომენდაციები მოიცავს ცვლილებების განხორციელებას კანონმდებლობაში, მენეჯმენტის გამარტივებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას არამოსამართლე მოხელეების მიერ ცალკეული საკითხების გადაწყვეტას, მონაცემთა გაცვლის პროცესის გაუმჯობესებასა და ბალანსირებული სამუშაო დატვირთვის უზრუნველყოფას.

რამდენადაც ექსპერტის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული რეკომენდაციები პირველადი ხასიათისაა,  USAID/PROLoG გეგმავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას, რაღა შეფასდეს საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზები და გამოიკვეთოს პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური გზები.

USAID
Top of Page