შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საბოლოო ანგარიშის “ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა” პრეზენტაცია გამართა

29 ოქტომბერი 2018 HRC-ის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

25 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” ფარგლებში, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებს, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში გაგზავნილ საქმეებს. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქმის წარმოების პროცესში იდენტიფიცირებული როგორც საკანონმდებლო ისე პროცესუალურ დონეზე არსებული ხარვეზები, რაც აფერხებს ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების ეფექტურად დაცვას. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების მიმართ. ანგარიშში გამოვლენილ პრობლემებზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა. პრეზენტაციაში და შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. 

USAID
Top of Page