შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საფარმა ქალთა საკუთრების უფლებებზე სამეგრელოში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

29 ოქტომბერი 2018 საფარის დირექტორი ბაბუცა პატარაია ესაუბრება მონაწილეებს

19-20 ოქტომბერს, საფარმა, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ“ ფარგლებში, წალენჯიხასა და ზუგდიდში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრებს 28 მონაწილე ესწრებოდა, 18 წალენჯიხაში და 10 ზუგდიდში. კავშირი საფარის დირექტორმა, ბაბუცა პატარაიამ შეხვედრებზე მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქალთა საკუთრების უფლებებზე საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა. ბაბუცა პატარაიამ ისაუბრა ქალთა საკუთრების უფლებებზე, ალიმენტისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას მშობლების ქონებაზე, კანონები კულტურულ ღირებულებებთან თანხვედრაში ვერ მოდის და არ არის გაზიარებული საზოგადოების მიერ. მამაკაცთაგან განსხვავებით, ქალები იშვიათად ითხოვენ მემკვიდრეობის საკუთარ წილს. ბაბუცა პატარაიამ აგრეთვე ისაუბრა საქართველოში არსებულ ალიმენტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე; მშობლებს თანაბრად აკისრიათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები, თუმცა განქორწინების შემდგომ, მამები ხშირად არ ასრულებენ თავიანთ საალიმენტო მოვალეობებს. მონაწილეები აქტიურად იყვნენ დისკუსიის პროცესში ჩართულნი, ერთა ქალბატონმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ალიმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას ქალთა საკუთრების უფლებების, ალიმენტისა და დამცავი მექანიზმების შესახებ.    

USAID
Top of Page