შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-მა საქართველოში ორი ამერიკელი მენტორი მოსამართლე ჩამოიყვანა

10 ოქტომბერი 2018 USAID/PROLoG-მა საქართველოში ორი ამერიკელი მენტორი მოსამართლე ჩამოიყვანა

USAID/PROLoG-მა, მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სპეციალიზაციის ქართველი მოსამართლეების მენტორინგის მიზნით, საქართველოში ჩამოიყვანა ორი გამოცდილი მენტორი მოსამართლე აშშ-დან.

სექტემბრის დასასრულს და ოქტომბრის დასაწყისში, მოსამართლე ტიმ ბალანდი, რომელსაც აქვს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დიდი გამოცდილება, სამი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა და რჩევებს აძლევდა მოსამართლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე კენ სტიუარტი, რომელიც წარსულში ასევე მუშაობდა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში, ორი კვირს განმავლობაში ანალოგიურად მუშაობდა მოსამართლეებთან რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ორივე ამერიკელმა მოსამართლემ ჩაატარა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ქართველ კოლეგებთან და მისცა მათ რჩევები სამოსამართლო უნარებთან და სასამართლო დარბაზის მართვასთან დაკავშირებით. მოსამართლე ბალანდი და მოსამართლე სტიუარტი ასევე შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეებს, რა დროსაც განიხილეს სასამართლოებში მათი საქმიანობის შედეგები და სასამართლო დარბაზში კომუნიკაციის კუთხით, ქართველი მოსამართლეების ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობები. დამატებით, მოსამართლე სტიუარტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან განიხილა ქართველი მოსამართლეებისთვის სასამართლო დარბაზში კომუნიკაციის ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა. ამერიკელი მოსამართლეები ასევე შეხვდნენ ქართველ მენტორ მოსამართლეებს, რომლებიც ჩართული არიან სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამაში და მათთან განიხილეს სამოსამართლო კანდიდატთა სტაჟირების პროგრამის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

მოსამართლე ბალანდის საქართველოში ყოფნის პერიოდში, USAID/PROLoG-ის გაცვლითი აქტივობების ოთხმა კურსდამთავრებულმა მოსამართლემ, რომლებიც იმყოფებოდნენ მართლმსაჯულების ეროვნულ კოლეჯში (NJC), ნევადას შტატის ქალაქ რენოში, კოლეგა მოსამართლეებისთვის გამართეს პრეზენტაცია მათ მიერ აშშ-ში გავლილი ტრენინგ პროგრამის, „ლიდერობა მოსამართლეებისთვის“, შესახებ.

USAID
Top of Page