შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

აშშ-ის სასამართლოში გამოცდილების მისაღებად მეორე ქართველი მოსამართლე გაემგზავრა

03 ოქტომბერი 2018 აშშ-ის სასამართლოში გამოცდილების მისაღებად მეორე ქართველი მოსამართლე გაემგზავრა

USAID/PROLoG-მა, მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, აშშ-ს სასამართლოში გამოცდილების მისაღებად სამოქალაქო სპეციალიზაციის მეორე ქართველი მოსამართლე გააგზავნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადი ჩანტლაძე 24-28 სექტემბერს მიმაგრებული იყო ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში. მოსამართლე ჩანტლაძეს მასპინძლობას უწევდა ამერიკელი მოსამართლე ენტონი ტრენგა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და აქვს ქართველ მოსამართლეებთან მუშაობის გამოცდილება.

მოსამართლე ჩანტლაძის პროგრამა დატვირთული იყო. იგი დაესწრო მოსმენებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე სასამართლო მედიაციის მეშვეობით მორიგების პროცესს. მოსამართლემ ასევე შეისწავლა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პროცედურები, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევები. ფედერალური სასამართლოს მენეჯერის დახმარებით, მოსამართლე ჩანლტაძე გაეცნო საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემას. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე დაესწრო ვირჯინიის ინტელექტუალი საკუთრების ცენტრის მიერ ორგანიზებულ 30-ე ყოველწლიურ სემინარს. ვიზიტის ბოლო დღეს, არაფორმალურ გარემოში ორგანიზებული ვახშმის დროს, მოსამართლეებმა ისაუბრეს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობებზე და მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის.

მოსამართლე მადი ჩანტლაძე მადლობას უხდის USAID /PROLoG-ს და მის ყველა თანამშრომელს მისი სამუშაო ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე, ვაშინგტონის აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოს თანამშრომლებს, მასპინძლობისა და ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნისათვის.

USAID
Top of Page