შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული

25 სექტემბერი 2018 ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული

2017 წლის ივნისში USAID/PROLoG-ისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მიერ გაიცა გრანტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე  ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ სისტემატიური მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების განვითარების მიზნით. 17-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა რვა პრეზენტაცია, სადაც პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინეს.

შვიდმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: 1) სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, პროკურატურა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, 2) გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, ლგბტი პირთა უფლებები, და 3) ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. მონიტორინგი განახორციელეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,  და საფარი.

მონიტორინგის შედეგები წარედგინათ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს მიგნებების განხილვისა და შეხედულებების გაზიარების მიზნით. მათი განსხვავებული მოსაზრებები დართულია ანგარიშში.

შეხვედრების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გააკეთეს სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია. ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა თვალი მიადევნოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესსა და პროგრესს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია - საინტერესო ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგს.

PROLoG აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაში და ამ მიზნის მისაღწევად აგრძელებს სხვადასხვა ღონისძებებისა და აქტივობების მხარდაჭერას.

USAID
Top of Page