შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PROLoG-ის მხარდაჭერით EHRAC-ის მეხუთე ტრენინგი ჩატარდა

17 სექტემბერი 2018 EHRAC-ის ექსპერტებმა რიგით მეხუთე ტრენინგი ჩაატარეს

11-13 სექტემბერს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე ადვოკატთათვის განკუთვნილი მენტორობის პროგრამის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციათა იურისტებისთვის რიგით მეხუთე ტრენინგი ჩაატარა. 3 დღიან ტრენინგს EHRAC-ის დირექტორი ფილიპ ლიჩი და იურიდიული კონსულტანტი რამუტე რემეზაიტე უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადვოკატების უნარების გაძლიერება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმეების წარმოებისთვის. ტრენინგი ფოკუსირებული იყო გამოხატვის თავისუფლების თემაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტები განიხილეს.

ტრენინგის მსვლელობისას, ექსპერტებმა მონაწილეთათვის ინდივიდუალური იურიდიული კლინიკები და იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს. მათ აგრეთვე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, პროცედურები და დისკრიმინაციის საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების გამოყენება. ინდივიდუალური იურიდიული კლინიკების ფარგლებში, ექსპერტებმა კონსულტაცია გაუწიეს არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებს ECtHR-ში სარჩელის წარდგენის შესახებ, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში ევროპულ სასამართლოში წარსადგენად მზადდება. შემდგომი ტრენინგი 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. 

 

USAID
Top of Page