შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PHR-მა არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ქუთაისში შეხვედრა გამართა

11 სექტემბერი 2018 PHR-მა გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ქუთაისში შეხვედრა გამართა

6 სექტემბერს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად” ფარგლებში, PHR-მა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის ქუთაისში, იმერეთის რეგიონში, სემინარი ჩაატარა. სემინარს დაესწრო 20 მონაწილე, იურიდიული დახმარების სამსახურის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები.

სემინარის მთავარი თემა იყო „გენდერული დისკრიმინაცია - არსებული გამოწვევები და პრაქტიკა“. PHR იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა ისაუბრეს გენდერული სტერეოტიპების, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებისა და არსებული სერვისების შესახებ. ანა თავხელიძემ ისაუბრა სტამბულის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ყურადღება გაამახვილა ადევნებისა და სექსუალური შევიწროების შინაარსზე. მარიამ ქევხიშვილმა კი, სემინარის მონაწილეებს ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული საქმეები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებზე როგორც დასაქმების ადგილას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში და სემინარზე კონკრეტული ფაქტები განიხილეს. მათ აგრეთვე აღნიშნეს გენდერულ დისკრიმინაციასა და დაცვის მექანიზმებზე საზოგადოების არაინფორმირებულობის შესახებ. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე და აღნიშნეს, რომ ამ საკითხის შესახებ ქალებს უჭირთ ხმამაღლა საუბარი.

 

USAID
Top of Page