შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID-PROLoG სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეფორმას უჭერს მხარს

29 აგვისტო 2018 USAID-PROLoG სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეფორმას უჭერს მხარს

2018 წლის 24-26 აგვისტოს, ქობულეთში, USAID-PROLoG-მა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერაა ინიცირებული, სამოქალაქო პროცესის სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორისაა: მხარეთა როლი და სასამართლო; სასამართლო პროცესის მომზადება; დაჩქარებული გადაწყვეტილება; მტკიცებულებათა მიღება და უზრუნველყოფა. სამუშაო შეხვედრას ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, მზია თოდუა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უძღვებოდნენ.  შეხვედრას პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, ადვოკატები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეფორმის პაკეტი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ არსებული რეგულაციები და საკანონმდებლო ხარვეზები ზედმეტად ართულებს სამოქალაქო პროცესს, მართლმსაჯულებას ბარიერებს უქმნის და სასამართლოთა გადატვირთულობას იწვევს, რაც სამოქალაქო სამართალწარმოებას დავების მოგვარების არაეფექტურ ინსტრუმენტად აქცევს. სამუშაო შეხვედრის შეჯამებისას, ეკა ბესელიამ მონაწილეებს დაინტერესებული პირების უფრო ფართო წრისთვის პაკეტის წარდგენა და დისკუსიების დაწყება შესთავაზა, რათა რეფორმის და ცვლილებების შესახებ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა მოხდეს.

USAID
Top of Page