შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე სამუშაო შეხვედრას უჭერს მხარს

29 აგვისტო 2018 სამუშაო შეხვედრის მონაწილეები „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან შესაძლო ცვლილებებს განიხილავენ

2018 წლის 23-24 აგვისტოს, ქობულეთში, USAID/PROLoG-მა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობა  კომიტეტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის და კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს. საკითხები წარმოადგინეს დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გიორგი ჭეხანმა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ციცინო ცხვედიანმა, ეთიკის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ. სამუშაო შეხვედრის დროს შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • ადვოკატის ჰონორარი და მისი საქმიანობის ექსკლუზიურობა;
  • სტაჟიორის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, სტაჟიორზე ეთიკის კოდექსის გავრცელება და სტაჟირების ხელმძღვანელის შერჩევის წესი;
  • ასოციაციის მმართველი ორგანოებისთვის არჩევნების სისტემის დახვეწა;
  • ადვოკატების წინააღმდეგ დისციპლინური სახდელების სახეობების დახვეწა;
  • რეგულაციები, რაც ნათელს ხდის, რომ ეთიკის კომისიას თავად შეუძლია ადვოკატის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყება.

სამუშაო შეხვედრის დროს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესაძლო ცვლილებების თაობაზე პირველადი დისკუსია გაიმართა. ცვლილებების განხილვას მოგვიანებით იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს. PROLoG-ი საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ამ უკანასკნელის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღონისძიება PROLoG-ის მართლმსაჯულების სისტემის მონაწილეთა ინსტიტუციური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა.

USAID
Top of Page