შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა წარმატებით დასრულდა

06 აგვისტო 2018 მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის მონაწილეები

28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით USAID/PROLoG-ისა და სხვა დონორების ორგანიზებით (EU4Justice, ევროპის საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი), იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით გაიმართა 2018 წლის მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა საქართველოს სასამართლოების მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა 26-მა მოსამართლის თანაშემწემ მიიღო თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან, ასევე გორის, ბოლნისისა და ახალციხის რეგიონული სასამართლოებიდან. ზაფხულის სკოლა მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ გამოხატვის თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, ასევე ბავშვის უფლებების, აღდგენითი მართლმსაჯულებისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების შესახებ. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა მონაწილეებს USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში მიღებული გამოცდილება გააცნო, რომლის დროსაც ის რინოში (ნევადას შტატი) მართლმსაჯულების ეროვნულ კოლეჯში სასამართლო სისტემაში ლიდერობისა და გუნდური მუშაობის კურსს დაესწრო. USAID/PROLoG მომავალ წელსაც გეგმავს აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერას.

USAID
Top of Page