შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის სემინარი ჩაატარეს

30 ივლისი 2018 USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის სემინარი ჩაატარეს

2018 წლის 27-28 ივლისს, USAID/PROLoG-მა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ორგანიზება გაუკეთა სემინარს, რომელსაც ორი წამყვანი ქართველი ექსპერტი: მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ეკატერინე გასიტაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უძღვებოდნენ. სემინარის დროს განხილული იქნა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი ასპექტები, ასევე ახალი ცვლილებები, რაც მხარდაჭერის მიღების საკითხებს არეგულირებს.

ტრენინგის საჭიროება განისაზღვრა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ. სემინარის დროს განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქმის წარმოებაში მიღება; სასარჩელო მოთხოვნა; სხვადასხვა სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება ან გამოყოფა; სარჩელის რეგისტრაცია და გამოხმობა; ასევე, მხარდაჭერის მიღებასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები. ექსპერტებმა მონაწილეებს საქართველოს სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკა გააცნეს და რთული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ამასთანავე, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისისა და თბილისის ბიუროების წარმომადგენლებმა სოფიო ყუბანეიშვილმა და აკაკი ლომსაძემ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და  იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც ისინი სამოქალაქო საკითხებსა და მხარდაჭერის მიღებასთან დაკავშირებით მუშაობისას აწყდებიან.

სემინარის ბოლოს მონაწილეები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება, რათა უკეთ მოხდეს პრობლემური საკითხების დარეგულირება. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც, აუცილებელია მოსამართლეების მონაწილეობით სემინარების ჩატარება, რაც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდება.

PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2015 წლიდან მუშაობს. აღნიშნული ტრენინგი  PROLoG-ის იმ კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მმართველობის გაუმჯობესებას.  

USAID
Top of Page