შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის პროკურატურის რეფორმას ითხოვს

25 ივლისი 2018 მარცხნიდან მარჯვნივ: შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორი; ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე; გიორგი მშვენიერაძე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის - თავმჯდომარე; თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი; და ეკა ბესელი

24 ივლისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, USAID/PROLoG-ისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართა საზოგადოებრივი ფორუმი პროკურატურის რეფორმირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად. კონფერენცია გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ახლად დანიშნულმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,  USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლორა ბ. ბერგერმა, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჩიტიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის ცვლილებებით შეიცვალა პროკურატურის სტატუსი და პროკურატურის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გაჩნდა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. კოალიციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის და ფუნქციების რეფორმირების და პარლამენტის წინაშე პროკურატურის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საკითხებზე. შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია უზრუნველყოს  პროკურატურის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტურობა ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა  ბესელია ჩაერთნენ დისკუსიაში და კოალიციის წარმომადგენლები მიიწვიეს სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიმუშავებს კანონპროექტებს პროკურატურის ახალი დამოუკიდებელი სტატუსის უზრუნველსაყოფად.

ფორუმმა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, იურიდიული პროფესიის, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების დიდი ინტერესი გამოიწვია.

დღევანდელი შეხვედრა კოალიციის მიერ ორგანიზებული მე-16 საზოგადოებრივი ფორუმი იყო. კოალიცია აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების 40 ორგანიზაციას და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით. 

USAID
Top of Page