შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის გამოცემის მხარდაჭერას აგრძელებს

24 ივლისი 2018 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის კომენტარის პრეზენტაცია

2018 წლის 20 ივლისს, USAID/PROLoG-მა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან  თანამშრომლობით (GIZ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის კომენტარის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს უზენაესი სასამართლო მასპინძლობდა. პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა. მან პუბლიკაციას ძალიან დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორივე ტომი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის ღირებულ წყაროს წარმოადგენს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID/PROLoG-ისა და GIZ-ს პროგრამის ხელმძღვანელებმა გიორგი ჩხეიძემ და თომას მაიერმა. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ და კომენტარის მთავარმა რედაქტორმა მონაწილეებს გააცნო პუბლიკაციის კონცეფცია და მისი სტრუქტურა. მან მადლობა გადაუხადა ავტორებს და მაღალი შეფასება მისცა მათ შრომას. ლადო ჭანტურიამ ხაზი გაუსვა კომენტარის მნიშვნელობას და მის როლს იურიდიული წრეებისთვის, ასევე შემდგომი ტომების გამოცემის საჭიროებას.

პუბლიკაცია, რომლის გამოცემაც ექვს წიგნად იგეგმება, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებების ანალიზსა და ამონარიდებს საქმეებიდან, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება როგორც მოსამართლეებისთვის, ისე ადვოკატებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო კოდექსის დებულებათა სწორი და ერთგვაროვანი ინტერპრეტაცია. კომენტარების ავტორები ცნობილი მკვლევარები და პრაქტიკოსი იურისტები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, არიან.

USAID
Top of Page