შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოსა და მმართველი გუნდის წევრებმა მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს

11 ივლისი 2018 იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოსა და მმართველი გუნდის გასვლითი ღონისძიება

2018 წლის 6-8 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის“ (PROLoG) პროექტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის შედეგად, იურიდიული დახმარების საბჭოს ახლადარჩეული წევრებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთათვის გასვლითი ღონისძიება ჩატარდა.  იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭო უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტურობას, დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას. იგი იურიდიული პროფესიის სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგება. სამუშაო შეხვედრის დროს საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს საშუალება მიეცათ მეტი გაეგოთ იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის, მისი მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამუშაო შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი დისკუსია მიეძღვნა კოლეგების მიერ შეფასების სისტემას. ირაკლი შონიამ, სამსახურის დირექტორის მოადგილემ, შეფასების სისტემა და ამ პროცესის პილოტირების შედეგები წარმოადგინა. მმართველი გუნდის წევრებმა ასევე განიხილეს შეფასების სისტემის ეფექტურად ამოქმედების წინაშე მდგარი გამოწვევები. ახალი საბჭოს წევრების ინიციატივა იყო სამსახურის ადვოკატებთან შეხვედრა და მხარეებს შორის მედიაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს  შეფასების ეფექტური სისტემის დაფუძნება, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იურიდიული მომსახურების უმაღლესი ხარისხი.

იურიდიული დახმარების საბჭოსა და მმართველი გუნდის წევრებისთვის ასევე მოხდა „გუნდის შეკვრის“  სავარჯიშოს ორგანიზება, რომელსაც წამყვანი ქართველი ექსპერტი, თორნიკე გურული უძღვებოდა. ნახევარდღიანი სესია საბჭოს წევრებს დაეხმარებათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ იურიდიული დახმარების სამსახურის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და მისი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში დახმარების საქმეში.  

ამასთანავე, PROLoG-მა და UNDP-მ მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც დონორები უჭერენ მხარს და მიზნად ისახავს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა ახლადარჩეულ საბჭოს ქონდეს ინფორმაცია თანამშრომლობის მასშტაბების შესახებ, რაც მომავალი პარტნიორობის გეგმების დასახვაში დაეხმარებათ.

PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2015 წლიდან მუშაობს. აღნიშნული ტრენინგი PROLoG-ის იმ კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მმართველობის გაუმჯობესებას.

USAID
Top of Page