შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

TDI წარმომადგენლებმა ადგილობრივ რელიგიურ გაერთიანებებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

09 ივლისი 2018 TDI წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

25 ივნისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებმა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა“ ფარგლებში, ქვემო ქართლში, გარდაბანისა და რუსთავის ადგილობრივ რელიგიურ გაერთიანებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. TDI წარმომადგენლებმა შეხვედრებზე ისაუბრეს პროექტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ და მონაწილეებს უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზეს რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის კუთხით.

რუსთავში, TDI წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდული ცხოვრების” დამფუძნებლებს შეხვდნენ, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანი ახალგაზრდების შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. ორგანიზაციას ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სტერეოტიპული წარმოდგენების გამო, საქმიანობისას რამდენჯერმე შეექმნა დაბრკოლებები და TDI-მ ორგანიზაციის წევრებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია.

გარდაბანში TDI წარმომადგენლები ადგილობრივი ორგანიზაციის “საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების და განათლების საზოგადოების” წევრებს შეხვდნენ.  ორგანიზაცია ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს უფასო ინგლისური ენის კურსებს, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ სირთულეები არ ექმნებათ ადგილობრივი მთავრობისა თუ ქრისტიანული თემის წარმომადგენლებთან, თუმცა ადრეული ქორწინების ტენდენცია და დაბალი პოლიტიკური აქტივობის მაჩვენებელი აქტუალურ პრობლემად რჩება. TDI-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ გარდაბნის მეჩეთის იმამს რიზმან გახრამანოვს და ისაუბრეს რეგიონში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. იმამმა ისაუბრა საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი წყდებიან, რამდენადაც მეჩეთი და სახლი, რომელსაც რელიგიური დანიშნულებით იყენებენ, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

USAID
Top of Page