შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ტრენინგს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ

05 ივლისი 2018 ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ

2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის ორგანიზებით არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის 28 ადვოკატს ტრენინგი ჩაუტარდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ამ საკითხებზე ტრენინგის ჩატარება რეკომენდებული იყო სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში.

ტრენინგის დროს შემდეგი საკითხები იქნა განხილული: ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა ფსიქიატრიული  დახმარების სფეროში; ფსიქიატრიული სახის დაავადებები; ექიმ-ფსიქიატრთა დაკითხვა; პაციენტის უფლებები და სტაციონარში მოთავსება; ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქიატრიული დახმარების საკითხებთან. ტრენინგს უძღვებოდნენ თამარ ხაჟომია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ექსპერტ-ფსიქიატრები მანანა ელიაშვილი და ნანა ზავრადაშვილი. ტრენინგი ძალზე ინტერაქტიული იყო. მონაწილეებს საშუალება ქონდათ ექსპერტებთან აქტიურ დისკუსიაში ჩართულიყვნენ.   

PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2015 წლიდან მუშაობს. აღნიშნული ტრენინგი  PROLoG-ის იმ კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მმართველობის გაუმჯობესებას. 

USAID
Top of Page